-
2015-06-15 21:05
"მზიურის" ტერიტორიის შლამით დაფარული ნაწილის დასუფთავების დროს მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული მამაკაცი მეხანძრე-მაშველია.
მაშველის შესაძლო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია წყალდიდობის ღამესვე გავრცელდა. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ მაშველი წყალწაღებული მოქალაქის გადასარჩენად მდინარეში შევიდა, მაგრამ თავადაც წყლის ნაკადმა გაიტაცა და ნაპირზე გამოსვლა ვერ მოახერხა. მაშველის ცხედრის პოვნის შემდეგ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-დე გაიზარდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30