
ნუცუბიძის ფერდობის მეოთხე მ/რ-ში მცხოვრებლებმა დათვის ბელი იპოვეს. ერთ-ერთმა მოსახლემ ბელის დაჭერა მოახერხა და ზოოპარკში მიიყვანა.
თბილისის ზოოპარკის განცხადებით, სტიქიას გადაურჩნენ მხოლოდ ის ცხოველები, რომელთა ვოლიერებიც შემაღლებულ ადგილასაა განთავსებული. მათ შორის არიან: სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, ირმები, ზებრები, ლამები, ტაპირი, მარტორქა, ცივეტა, სერვალი, ჯიხვი, ცხენები, აზავერები და სხვადასხვა სახეობის ფრინველები.
წყალდიდობას გადაურჩა ეგზოტარიუმიც. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნ და გადარჩენილ ცხოველებს შორისაა: 2 დათვი, 2 ნიანგი, 2 მგელი, 6 პინგვინი, გარეული ტახის გოჭი და რამდენიმე ფრინველი. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 2 ვეფხვი, 1 დათვი და 1 აფთარი. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია და ფოტოები თბილისის უბნებში გამოჩენილ ცხოველებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.