
უცნობი, დანით შეიარაღებული პირის თავდასხმა მოხდა თელ-ავივში, Russia Today-ს ოფისში, სადაც თავდამსხმელმა ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა. თავდასხმის შედეგად კომპანიის თანამშრომლები არ დაშავებულან.
შესაძლოა, თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდეს და ამ დრომდე შენობაში იყოს. ცნობილი გახდა, რომ ინციდენტი იმ შენობის პირველ სართულზე მოხდა, სადაც ტელეკომპანიის ოფისია განთავსებული, თუმცა, თავდასხმა ჟურნალისტებისკენ არ ყოფილა მიმართული, რადგან ინციდენტი პირველ სართულზე მოხდა, ტვ-ს ოფისი კი ბოლო სართულზეა.
ამჟამად ჟურნალისტები ოფისში შიგნიდან ჩაიკეტნენ და არავის უშვებენ. შენობაში პოლიციისა სპეცსამსახურების თანამშრომლები იმყოფებიან.