
სპეციალისტები სწავლობენ იმ ფოტოს ნამდვილობას, რომელიც "ისლამურმა სახელმწიფომ" გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ ეგვიპტეში რუსეთის მოქალაქეებით სავსე აირბუსი სწორედ ამ მოწყობილობით ააფეთქეს. ამ ფოტოსთან ერთად "ისლამურმა სახელმწიფომ" მგზავრთა პასპორტების ასლებიც გამოაქვეყნა.
ISIS-ს დაქვემდებარებულ ერთერთ გამოცემაში აღნიშნულია, რომ ტერორისტები, თავდაპირველად, დასავლეთის რომელიმე ქვეყნის თვითმფრინავის ჩამოგდებას გეგმავდნენ, მაგრამ სირიაში რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო კამპანიის შემდეგ რუსეთის დასჯა ამ ხერხით გადაწყვიტეს.
ფოტოზე ჩანს თუნუქის ქილა, სადაც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება იყო განთავსებული. ასევე ჩანს დეტონატორი და მართვის პულტი.