თბილისში დაბადებული მენეჯერი და პროდიუსერი ჯორჯიო გომელსკი, რომელიც სახელგანთქმულ ჯგუფებთან Rolling Stones, Led Zeppelin, Yardbirds, Gong და Soft Machine მუშაობდა, 83 წლისა, ნიუ-იორკში გარდაიცვალა.
გომელსკი თბილისში 1934 წელს დაიბადა. მისი ოჯახი მალე ჯერ სირიაში, შემდეგ კი შვეიცარიაში გადავიდა. იქ გომელსკი ჯაზმა გაიტაცა. 1948 წელს ის ლონდონში წავიდა და იქ დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო ჯაზის შემსრულებლების შესახებ.
1963 წელს გომელსკიმ ლონდონთან ახლოს კლუბი "Crawdaddy" გახსნა, სადაც Rolling Stones-მა პირველი კონცერტები ჩაატარა. გომელსკი მათი მენეჯერი იყო, ხოლო შემდეგ ჯგუფ Yardbirds-ით დაკავდა, სადაც სხვადასხვა დროს ერიკ კლეპტონი და ჯიმ პეიჯი იყვნენ. ოსკარ რასპუტინის ფსევდონიმით გომელსკიმ შექმნა ჯგუფისთვის სიმღერა "Got To Hurry".
სწორედ გომელსკი აწყობდა კონცერტებს ჯიმ პეიჯის ჯგუფისთვის, როცა მან დაიჟინა, Yardbirds გარდაქმნილიყო Led Zeppelin-ად.
1967 წელს ჯორჯიო გომელსკიმ დაარსა რეკორდ-ლეიბლი Marmalade Records. სიცოცხლის ბოლო წლებში ის რადიოში DJ-დ მუშაობდა, ასევე განაგებდა სტუდიისა და სარეპეტიციო ბაზის საქმეებს.