ივანიშვილის ბრძანებით, ციხისძირიდან ხეების გადატანა შეაჩერეს

Image

ციხისძირში ჩასულმა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მითითება მისცა ხეების გადატანით დაკავებული კომპანიის წარმომადგენლებს, რომ პროცესი შეაჩერონ, სანამ "ყველაფერი გაირკვევა". ამის შესახებ კომპანია "ზიმოს" დირექტორმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, აქვს ყველა საჭირო საბუთი, ერთის გარდა: ვერ მოხერხდა ფიზიკურ პირთან დაკავშირება, რომელიც ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე მდებარე მიწის მესაკუთრეა და რადგან ოფშორშია რეგისტრირებული, ვერ იპოვეს. 

 

დანარჩენი საბუთები ყველა საჭირო უწყებიდან კომპანიამ მოკლე ვადებში მოიპოვა:

 

"აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს, რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქეთ გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი, რაც არა მაქვს, ეს არის კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ. ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ეკუთვნის ამ პირს," - აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ და დასძინა,  "თუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, პასუხსაც ვაგებ".  

 

"ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა სამუშაოები. გვითხრა, გაარკვიეთ ყველაფერი და დაალაგეთ სიტუაცია. როგორც კი მოგვარდება ყველაფერი, შემდეგ გააგრძელეთ სამუშაოებიო," - ამბობს "ზიმოს" დირექტორი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !