-
2016-03-01 13:30
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს პარლამენტში 2 მარტს განიხილავენ, თუმცა, ზურაბ ჯაფარიძეს ეჭვი აქვს, რომ დიდი ალბათობით, კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, ამიტომაც "გირჩს" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
"მე მინდა ვუთხრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს - ბუკიას, თალაკვაძეს, სხვებს, რომ მცირე რაოდენობით მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმის ეპოქა საქართველოში დასრულდა", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რას მოწევ და რა ფორმისას: "ეს მოთხოვნა ვრცელდება ყველანაირ მარიხუანაზე: ნედლზე, მშრალზე თუ დაწურულზე. მცირე რაოდენობით მოხმარების გამო ადამიანებს ციხეში არ უნდა გზავნიდნენ და ეს უნდა დასრულდეს", - ამბობს "გირჩის" ლიდერი.