შავ ზღვაში სამაშველო ოპერაციისას ნაპოვნ სამ გარდაცვლილს შორის საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველ არხს" საზღვაო სააგენტოში დაუდასტურეს.
ონლაინ სესხები ყოველდღიურად უფრო პოპულარული ხდება. იზრდება როგორც ონლაინ სესხის გამცემი კომპანიების რაოდენობა, ისე მათი მომხმარებელთა რიცხვი.
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი ერთერთი კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაშია, - ინფორმაციას მსახიობ კახი კავსაძეზე დაყრდნობით, "კვირა" ავრცელებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს აქციის მონაწილეებისთვის დაშლა არ ურჩევია.
ქუთაისში გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ცოლის მანქანას სარკეები მოხსნეს. ოჯახის ახლობლის ცნობაზე დაყრდნობით, ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს მეორე ოპერაცია "ნიუ ჰოსპიტალში", გვიან ღამით დასრულდა. თვალის შემდეგ ექიმებმა ქირურგიული ჩარევა საჭიროდ ქვედა ყბაზე ჩათვალეს.
რუსთავიდან ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი დამქირავებელი კომპანიის, "ინტერტრანსის" მიერ მძღოლების სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას და დღიური მოსაკრებლის 10 ლარით გაზრდას აპროტესტებენ.
თერჯოლის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ინფორმაციას "მოამვე" ავრცელებს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, დაყაჩაღებულია ადვოკატ მზია დოღონაძის ოჯახი.
ხვალ, 19:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, „თავისუფალი ხელოვნების სტუდიაში“ (Free Art Studio) შექმნილი სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მოყვარულ მხატვართა გამოფენა გაიხსნება.
დღეს დილიდან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო კონსტრუქციების დაშლა დაიწყეს, თბილსერვის ჯგუფმა კი ტერიტორია დაასუფთავა.