-
2016-09-18 00:28
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლისა, გარდაიცვალა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, პროფესორი, მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე.
ნოდარ ტაბიძე ბიძის, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორია. ასევე, იყო გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმის მთავარი კონსულტანტი და დიდი წვლილი მიუძღვის მის განვითარებაში.
2012 წელს ნოდარ ტაბიძეს ბავშვთა და მოზარდთა აღზრდის საქმეში გაწეული ღვაწლისთვის მედალი, სამუზეუმო-საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობისთვის კი სიგელი გადაეცა.
"აფხაზეთის ხმა" წუხს ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ჟურნალისტ ლევან ტაბიძესა და ნოდარ ტაბიძის ოჯახის სხვა წევრებს.