"როგორ დატრიალდა ტრაგედია გონიოში? ამას თავისი ახსნა აქვს..."

Image

გონიოში, სწავლების დროს გაუჩინარებული ორი ჯარისკაცის საკითხს ეხმიანება "ფეისბუქში" ალექსანდრე ჩიტიშვილი და როგორც სამხედრო საკითხებში ჩახედული პირი, მომხდარის მისეულ ვერსიას ასაჯაროვებს. მისი თქმით, მომხდარი უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმის შედეგია, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა პასუხი უნდა აგონ.

 

"ბათუმში, კერძოდ გონიოში დატრიალებულ ტრაგედიას, ასე ადვილად გვერდს ვერ ავუვლით. საიდუმლო ვითარებაში ზღვაში დაიხრჩო ორი ახალგაზრდა ჯარისკაცი. ეს ჯარისკაცები, სწავლობდენ პროფესიას, რომელიც სწორედაც წყალში ექსტრემალურ, სამაშველო სამსახურთან არის პირდაპირ კავშირში.

 

ეს ორი ახალგაზრდა კურსანტი არის მსხვერპლი არაპროფესიონალიზმისა და დაუდევრობის, მათი ზემდგომი ორგანოების მიერ. დაივერობა ძალიან რთული პროფესია გახლავს და ეს პროფესია არ გახლავს, რუსულ ჯარში სამზარეულოში, კარტოფილის გასაფცქვნელად, ან პურის მჭრელად მუშაობა. ბათუმში დისლოცირებული ეგრედწოდებული საზღვაო კოტიკების რაზმი, წინა მთავრობის დროს აღჭურვილი იყო თანამედროვე მცურავი საშუალებებით, უახლესი ტექნიკით და პროფესიონალი ინტრუქტორებით იყო დაკომპლექტებული.

 

რა ხდება ეხლა: ტექნიკა განადგურებული და წყობიდან გამოსულია, კატარღები ნაპირზე ყრია და მათი არც შეცვლა ხდება 4 წელია და არც შეკეთება. ეს სამხედრო ნაწილი დაკომპლექტებულია, არა პროფესიონალებით, ბიძაშვილ მამიდაშვილობის პრინციპით, ადგილობრივი ახალგაზრდებით, რომლებსაც სახლთან ახლოს უნდათ სამსახური.

 

როგორ დატრიალდა ტრაგედია გონიოში? ამას თავისი ახსნა აქვს. როცა წყალში 10 მეტრის სიღმეზე ან უფრო ღრმად კურსანტს უშვებ, აუცილებლად უნდა ქონდეს, სათადარიგო ჰაერის ბალონი, იქვე უნდა ტრიალებდეს ინსტრუქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა იყვეს პროფესიონალი და არა ბიძაშვილობით შერჩეული. კურსანტ დაივერს, უნდა ქონდეს მობმული თოკი, რომლის ბოლოც გემზე უნდა იყვეს მიმაგრებული. ჩვენს შემთხვევაში ზღვაზე მცურავი საშუალებაც კი არ ყავდათ, რაც უკვე დანაშაულია, არ ქონდათ სათადარიგო ბალონები და საერთოდ, ნაპირიდან იყვნენ დაივერები შესული ზღვაში.

 

მოკლედ საქმე გვაქვს სამხედრო დანაშაულთან და არა დაუდევრობასთან. კატარღები არ გამოიყვანეს იმიტომ რომ საწვავს გაუფრთხილდენ, თუ საწვავი გაიყიდა და ჩამოწერეს ვითომ სავარჯიშოდ ზღვაში გასვლაზე. მოკლედ დასასჯელია თავდაცვის სამინისტროს მთელი შემადგენლობა, გენშტაბის უფროსის მეთაურობით, მინისტრით დამთავრებული. იზორია ანუგეშებდა დაღუპულის მშობლებს, შემდეგი სიტყვებით, მე თვითონ ვიქნები იმ გემზე, რომელიც მოძებნის თქვენს დაღუპულ შვილებსო, მაგარი შეღავათია ბატონებო...

 

სწორედაც ამდენი მცურავი საშუალებები უნდა ყოლოდათ ზღვაში... როცა გამოუცდელ ახალგაზრდებს ზღვის სიღრმეში უშვებ, შემდეგ ცრემლიანი თვალები არ შველის", - წერს ალექსანდრე ჩიტიშვილი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !