საქართველოს ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავენ

საქართველოს ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული კომენტარების თაობაზე მიმართავენ. როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას“.

>>>

ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

>>>

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მათი ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მათი ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

>>>

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან კარანტინში დღეს კიდევ 90 ადამიანს გადაიყვანენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან საკარანტინო პირობებში დღეს 90 ადამიანს გადაიყვანენ, - აღნიშნულის შესახებ თეთრიწყაროს მერმა გიორგი ქორიძემ განაცხადა.

>>>

საქართველოში აშშ-ის ელჩი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

>>>

კელი დეგნანი - ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში

ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგებლობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 566-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 27-ით გაიზარდა და 566 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 550 პირი.

ინფორმაციისთვის, 566 ადამიანიდან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მარინა ეზუგბაია - 27 ახალი პაციენტიდან 13 პაციენტი ბოლნისის წყაროა, 1 თეთრიწყაროს, 2 მარნეულის, 4 საკარანტინე სივრციდანაა, დანარჩენის წყაროს მოძიება კი ახლა ხდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ორი გამოჯანმრთელდა, რომელთაგანაც ერთი მოზარდია. როგორც ეზუგბაია განმარტავს, 27 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში არც ერთი პაციენტი არ არის მოთავსებული.

>>>

საგარეო უწყება - 1-ლი მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 18 033 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 8 954

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

>>>

ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი რვა პაციენტიდან სამის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხუთის კვლავ მძიმე რჩება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი 8 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 5-ის კი კვლავ მძიმე რჩება. რაც შეეხება სხვა განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !