პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მათი ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

Image

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მათი ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

 

როგორც  კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით რამდენიმე მედიკოსი მკურნალობს, თუმცა მათი ექიმი არც ერთი არ არის.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა, ტურძელაძის განმარტებით, საუნივერსიტეტო კლინიკა ისედაც აღნიშნულ რეჟიმში მუშაობდა.

„ჩვენი კლინიკის ექიმს კორონავირუსი არ აქვს და ისე ჩვენთან ბევრი მედიკოსი წევს სხვადასხვა კლინიკიდან. კარანტინს რაც შეეხება, ჩვენს კლინიკაში ისედაც არის კარანტინი - დღეს შევცვალეთ „სტაფი“, რომელიც ბოლო 2 კვირა მუშაობდა. ტესტები გავუკეთეთ, ყველა უარყოფითია და ბინაზე გავუშვით. ახლა ახალი „სტაფი" შემოვიყვანეთ შემდეგი 2 კვირით, შესაძლოა, 10 დღით დავტოვოთ. ამათაც ჩავუტარეთ ტესტირება. ასეთ რეჟიმში ვმუშაობთ, ტესტირებებს ვაკეთებთ, ახალი არაფერია. ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას, უბრალოდ „სტაფი“ შევცვალეთ“, - განაცხადა ტურძელაძემ.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმაც. როგორც რატიანმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, „მასიური ტესტირების შედეგად კორონავირუსი კლინიკის არც ერთ თანამშრომელს არ დადასტურებია“.

"ტყუილი ინფორმაციაა. რაც გავიხსენით, კლინიკაში ეს სიტუაციაა ყოველთვის. მასიური ტესტირების შედეგად, არც ერთი განყოფილების თანამშრომელს არ დადასტურებია", - აღნიშნა რატიანმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !