მეკობრეებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს 9 მოქალაქეა

მეკობრეებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს 9 მოქალაქეა, - ამ შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაადასტურეს. უწყების ცნობით, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

>>>

პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნიგერიის მოქალაქე დააკავა

სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

>>>

ილონ მასკი - მთელ ჩემ ქონებას ვყიდი, სახლი აღარ მექნება

„ტესლას“ გენერალური დირექტორი, SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ თითქმის მთელ თავის ქონებას ყიდის. „ვყიდი მთელ ჩემს პირად ქონებას. სახლი აღარ მექნება“, - წერს მასკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

>>>

უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე ონლაინ კონსულტაცია გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება.

>>>

გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 945-ით, დაღუპულთა კი 94-ით გაიზარდა

გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 945 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 161 703-მდე გაიზარდა, -ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ რობერტ კოჰის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

>>>

ჩინეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის მანძილზე, ქვეყანაში კორონავირუსით არავინ დაღუპულა.

>>>

ნინო ნიჟარაძე - აჭარაში კორონავირუსზე 382 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ დაგვმატებია

აჭარაში კორონავირუსზე 382 პირი გამოიკვლიეს, თუმცა არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

>>>

აშშ-ში „რემდესივირის“ „კოვიდ 19“-ის სამკურნალოდ გადაუდებელი საჭიროების დროს გამოყენებება ნებადართული გახდა

აშშ-ის „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ” კორონავირუსის სამკურნალოდ გადაუდებელი საჭიროების დროს გამოყენებისთვის პრეპარატ „რემდესივირზე“ ნებართვა გასცა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 582-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540 პირი.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !