მარინა ეზუგბაია - 27 ახალი პაციენტიდან 13 პაციენტი ბოლნისის წყაროა, 1 თეთრიწყაროს, 2 მარნეულის, 4 საკარანტინე სივრციდანაა, დანარჩენის წყაროს მოძიება კი ახლა ხდება

Image

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ორი გამოჯანმრთელდა, რომელთაგანაც ერთი მოზარდია. როგორც ეზუგბაია განმარტავს, 27 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში არც ერთი პაციენტი არ არის მოთავსებული.

 

„გუშინ 539 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, დაგვემატა 27 და ქვეყანაში 566 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებული იყო 178 ადამიანი, შეემატა 6 და ახლა ჯამში 184 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემებს თუ შევაჯერებთ, ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 376 პაციენტი მკურნალობს. 27 პაციენტიდან 13 პაციენტი ბოლნისის წყაროა, ერთი თეთრიწყაროსია, ორი მარნეულისაა, 4 საკარანტინე სივრციდანაა და დანარჩენის წყაროს მოძიება ახლა ხდება. ჩვენთან ამ 27 პაციენტიდან არც ერთი არ არის შემოყვანილი, ანუ ჩვენთან იგივე მონაცემები რჩება, გუშინ 43 დადასტურებული პაციენტი გვყავდა, აქედან 2 გამოჯანმრთელდა და ამჟამად 41 პაციენტი გვრჩება, საერთო ჯამში, 67 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. 11 მოზარდიდან ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა, იმ ორ გამოჯანმრთელებულში 1 მოზარდია. სამი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ ფასდება, როგორც განსაკუთრებით მძიმე, სიტუაცია მართვას და მკურნალობას ექვემდებარება. რამდენიმე დღეში ისინიც თავიანთი მდგომარეობით, საშუალო სიმძიმის პაციენტებში გადაინაცვლებენ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !