ანრი ოხანაშვილი ოქრუაშვილის საკითხზე - პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში წარმოუდგენელი და დაუშვებელია

პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი,- ასე ეხმიანება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

>>>

19 აპრილიდან პოლონეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას დაიწყებს

პოლონეთი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6900-ზე მეტია, ხოლო 245 მოქალაქე ვირუსს შეეწირა, 19 აპრილიდან კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქებას დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლუკაშ შუმოვსკიმ გააკეთა.

>>>

ნათია თურნავა - მზად ვართ საერთაშორისო კომპანიებს საქართველო თავიანთი საქმიანობის ალტერნატიულ პლატფორმად შევთავაზოთ

ჩვენ მზად ვართ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი ქვეყანა საერთაშორისო კომპანიებსა და ბიზნესებს შევთავაზოთ ჩვენი ბაზარი ალტერნატიულ პლატფორმად თავიანთი საქმიანობისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, პოსტკოვიდური ეპოქის მსოფლიო აღარ იქნება ისეთივე, როგორც ეს მანამდე იყო - ეკონომიკა შეიცვლება და ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ძვრებიც იქნება.

>>>

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

>>>

გიგა ბოკერია - შედეგი უნდა დადგეს და ყველა, ვისაც მოლაპარაკება ეხებოდა, უნდა გათავისუფლდეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა პირი, ვისაც ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკება ეხებოდა, უნდა გათავისუფლდეს. მისივე თქმით, ვიდრე შეთანხმების ორივე კომპონენტი არ შესრულდება, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.

>>>

მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჯარში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა

რუსეთის ჯარში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ვირუსი 30 მარტის მონაცემებით, სულ მცირე 3 ჯარისკაცს დაუდგინდა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული პირები სხვა სამხედროებთანაც იყვნენ კონტაქტში, თუმცა უცნობია მათ გადაედოთ თუ არა ინფექცია.

>>>

თავდაცვის ძალებმა ქვეყნის მასშტაბით კონტროლის პუნქტებზე თერმოსკრინინგი 962 955 მოქალაქეს ჩაუტარეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით საკონტროლო გამშვები პუნქტების მუშაობაში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. როგორც “აფხაზეთის ხმას” უწყებიდა აცნობეს, 22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო ხსნარით 487 930 ავტომანქანა დაამუშავეს, ხოლო თერმოსკრინინგი 962 955 ადამიანს ჩაუტარეს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 75 საკონტროლო პუნქტია შექმნილი, რომლებსაც თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად აკონტროლებს.

>>>

კორონავირუსით „დამოუკიდებელი თურქეთის პარტიის“ ლიდერი გარდაიცვალა

თურქეთში „დამოუკიდებელი თურქეთის პარტიის“ ლიდერი, ჰეიდარ ბაში კორონავირუსით დაიღუპა. ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.

>>>

„ნაცმოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, განათლების სამინისტრომ ყველა სტუდენტს მეორე სემესტრის საფასური გადაუხადოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, 2019-2020 წლის მეორე სემესტრის საფასური ყველა სტუდენტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გადაუხადოს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

>>>

ბოლო 24 საათის განმავლლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ბოლო 24 საათის განმავლლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა. მისივე თქმით, საგანგებო რეჟიმი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !