გიორგი გახარია სრული კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს

გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმედი აქვს, არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობასა და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს. მისი თქმით, არც ეს არის გამორიცხული.

>>>

გამკაცრდება თუ არა ზომები აღდგომის წინა დღეებში?

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ზომების გამკაცრება გამოწვევების პროპორციული იქნება. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა და პანდემიის გავრცელების გეოგრაფიული არეალი სულ უფრო იზრდება.

>>>

ირანში, ბოლო ერთი თვის მანძილზე, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა პირველად ჩამოსცდა 100 პაციენტ

ირანში, კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა ბოლო ერთი თვის მანძილზე პირველად ჩამოსცდა 100-ს. კერძოდ, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის მანძილზე ვირუსით 98 ადამიანი გარდაიცვალა.

>>>

შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს

შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. „დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვართ ბრძოლაში“, - განაცხად აგახარიამ.

>>>

მსოფლიოში პანდემიის პიკი ჯერ გადავლილი არ არის - ჯანდაცვის მსფოლიო ორგანიზაციის პრესსპიკერი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერ მარგარეტ ჰარისის განცხადებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის პიკი ჯერ გადავლილი არ არის.

>>>

საქართველოში საგანგებო მდგომარება 10 მაისამდე გახანგრძლივდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გახანგრძლივდეს. პრემიერის თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს.

>>>

გიორგი გახარია - ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით

ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

>>>

მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიას ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.

>>>

კორონავირუსით დაინფიცირებული პირი სამძიმარზე იმყოფებოდა - ჭიათურის მერი

კორონავირუსით დაინფიცირებული პირი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 5 პირი გამოვლენილია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

>>>

პატრიარქის კურთხევით აღსარებები შეიზღუდა – ცვლილებები ეკლესიაში

კორონავირუსის გამო საქართველოს საპატრიარქომ ღვთისმსახურებაში ცვლილებები შეიტანა. პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირებმა აღსარების ჩაბარების პროცესი შეზღუდეს.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !