
ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
- 2020-04-15 12:16
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 75 პაციენტი იმყოფება. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება და ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 91 პაციენტი იმყოფება, აქედან 75 კოვიდინფიცირების შემთხვევაა. რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 5 გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი სამი პაციენტი არის CPAP ნაზალურ ვენტილაციაზე. ყველა მათგანის მდგომარეობა არის მძიმე.