
რუსეთის ჯარში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ვირუსი 30 მარტის მონაცემებით, სულ მცირე 3 ჯარისკაცს დაუდგინდა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული პირები სხვა სამხედროებთანაც იყვნენ კონტაქტში, თუმცა უცნობია მათ გადაედოთ თუ არა ინფექცია.
გამოცემის წყრო აცხადებს, რომ რუსეთის არმიის სულ მცირე 133 ჯარისკაცი კარანტინშია.
რუსეთში მთლიანობაში კორონავირუსის 21102 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 170 ადამიანი ემსხვერპლა.