„ქობულეთი ტექსტილის" ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსი „ქობულეთი ტექსტილის" ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის წევრს დაუდასტირდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, პირს „ქობულეთის ტექსტელთან" შეხება არ ქონია.

>>>

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურ პროგრამაში ჩართულ 651 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაუწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ პროგრამაში ჩართულ 651 ბენეფიციარს ფულადი თანხით დაეხმარა. როგორც „აფხაზეთის ხმას“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს 100 – 100 ლარი ჩაერიცხათ. მათივე ცნობით, ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ, როგორც აღდგომის, ასევე ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.

>>>

ჭიათურაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მიზეზი ადგილობრივის დაინფიცირებაა. მამაკაცს, რომელიც ხუთი დღის წინ სოფელ ითხვისში საკუთარ ოჯახში თბილისიდან ჩავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის თბილისში საავადმყოფოშია მოთავსებული.

>>>

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია

ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის იეჰორ ფირსოვის თქმით, მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში წვიმა დაეხმარა.

>>>

არ იქნება მართალი, რომ ერთი დაინფიცირებული სასულიერო პირის გამო, მრევლს ტაძარში მისვლა ავუკრძალოთ

არ იქნება მართალი, რომ ერთი დაინფიცირებული სასულიერო პირის გამო, მრევლს ტაძარში მისვლა ავუკრძალოთ, - ამის შესახებ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე) აცხადებს. მისივე თქმით, ექიმის რჩევისამებრ, ყველა ადამიანმა სიფრთხილე უნდა დაიცვას, თუმცა ეს „საყოველთაო გაფიცვას არ ნიშნავს“.

>>>

მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის დაუშვებელი და სწორედ ეს წერია შეთანხმებაში

საქართველო პირნათლად ასრულებს ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებას. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის დაუშვებელი და სწორედ ეს წერია იმ შეთანხმებაში, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას.

>>>

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში სისხლის ბანკის თანამშრომლები დონორებს მიიღებენ

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში სისხლის ბანკის თანამშრომლები დონორებს მიიღებენ.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !