
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფიცირებული თანამშრომელი საპატრიარქოს შესასვლელს აკონტროლებდა, შენობის შიდა ნაწილთან შეხება არ ჰქონია
- 2020-04-14 15:40
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმ წევრებს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდათ შეხება, კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ. როგორც ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფიცირებული თანამშრომელი საპატრიარქოს შესასვლელს აკონტროლებდა და მას შენობის შიდა ნაწილთან შეხება არ ჰქონია.