
პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი,- ასე ეხმიანება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
„ერთი მხრივ, ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელია და მე ვეთანხმები სრულად ამ პოზიციას, რომ პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი არ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში. თუმცა, ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან საკუთარ პოზიციასვე და ამბობენ იმას, რომ თურმე პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ სასამართლო სისტემაში და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ეს არის დაუშვებელი, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის. პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებულ შეთანხმებას „ქართული ოცნება“ შეასრულებს.