თავდაცვის ძალებმა ქვეყნის მასშტაბით კონტროლის პუნქტებზე თერმოსკრინინგი 962 955 მოქალაქეს ჩაუტარეს

Image

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით საკონტროლო გამშვები პუნქტების მუშაობაში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. როგორც “აფხაზეთის ხმას” უწყებიდა აცნობეს, 22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო ხსნარით 487 930 ავტომანქანა დაამუშავეს, ხოლო თერმოსკრინინგი 962 955 ადამიანს ჩაუტარეს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 75 საკონტროლო პუნქტია შექმნილი, რომლებსაც თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად აკონტროლებს.

 

“უკვე რამდენიმე დღეა მკაცრად კონტროლდება ქობულეთის საკარანტინო ზონაც, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის II ქვეითი ბრიგადის სამხედროები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებიან. საკარანტინო შეზღუდვებიდან გამომდინარე დასახლებულ პუნქტებში მხოლოდ სამედიცინო, სასურსათო და საბანკო დანიშნულების მანქანების გადაადგილება ხდება. აკრძალულია ადგილობრივი მოსახლეობის შესვლა და გამოსვლა. საგუშაგოებზე ავტომანქანების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება, აღრიცხვა და მოქალაქეების თერმოსკრინინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარასა და ლეღვაში 22-ე ბატალიონი და შსს-ს ძალები გადაადგილების შეზღუდვის ორ ძირითად პუნქტზე არიან მობილიზებული, ხოლო შემოვლითი გზების ბლოკირებას გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე უზრუნველყოფენ. ამოცანის შესასრულებლად გასვლამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება.

სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება მათი ეკიპირება და აღჭურვილობაც. საგუშაგოებზე მორიგეობის დასრულების შემდეგ კი, ბატალიონის მეთაური ხელმძღვანელობას ვიდეოკონფერენციის საშუალებით ყოველდღე აწვდის დეტალურ ინფორმაციას დეკონტამინირებული ავტომანქანებისა და იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომელსაც თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !