გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კოლეგების დასახმარებლად სამშობლოში დაბრუნდა

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მარიამ ჭყონია საქართველოში დაბრუნდა, რათა პანდემიის დროს, თავის სამშობლოს დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე  სოციალურ ქსელში ავრცელებს.

>>>

ვლადიმირ ზელენსკი - ჩერნობილის ხანძრებთან დაკავშირებით მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩერნობილის ხანძრებთან დაკავშირებით, მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს და შესაბამისი პირებისგან ანგარიშის ჩაბარების შემდეგ მათ ინფორმირებას მოახდენს.

>>>

ლევან რატიანი - 9 კვირის ორსული ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი ორსულის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული სამი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც პათოლოგიის გარეშეა.

>>>

ეროვნული ბიბლიოთეკის ვირტუალური მუზეუმი დედა ენის გამოფენას მასპინძლობს

ეროვნული ბიბლიოთეკის ვირტუალური მუზეუმი დედა ენის გამოფენას მასპინძლობს. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას” ბიბლიოთეკიდან აცნობეს.

>>>

14 აპრილი - "დედა ენის" დღე

14 აპრილს საქართველოში "დედა ენის" დღე აღინიშნება.

1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

>>>

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1067-მდე გაიზარდა

სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1067-ს მიაღწია.

>>>

კორონავირუსისგან 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 69 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

>>>

Human Rights Watch საბერძნეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს მიგრანტი ბავშვები, რომლებიც დაკავების ცენტრებში ან საკნებში იმყოფებიან

Human Rights Watch საბერძნეთს მოუწოდებს, დაუყოვლებლივ გაათავისუფლოს მიგრანტი ბავშვები, რომლებსაც თანმხლები არ ჰყავთ დაკავების ცენტრებიდან და საკნებიდან. ორგანიზაცია დღეიდან კამპანიას იწყებს #გაათავისუფლეთბავშვები და აღნიშნავს, რომ ბავშვების მსგავს პირობებში ყოფნა ყოველთვის არასწორია, მაგრამ ახლა, პანდემიის გავრცელების ფონზე ისინი განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან.

>>>

საია-მ საგანგებო მდგომარეობის დროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შემზღუდველი ნორმა გაასაჩივრა

13 აპრილს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მთავრობის ის დადგენილება, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის დროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა შეიზღუდა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას” „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, „საია” სადავოდ ხდის „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები უნდა განხორციელდეს საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !