თურქეთში „დამოუკიდებელი თურქეთის პარტიის“ ლიდერი, ჰეიდარ ბაში კორონავირუსით დაიღუპა. ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.
ბაშს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა და ის ტრაპზონის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
პოლიტიკოსი 73 წლის იყო.
ცნობისთვის, თურქეთში კორონავირუსის 61 049 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 1296 ადამიანი ემსხვერპლა.