
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროცესი ეტაპობრივად გრძელდება და დღეს ამსტერდამი-თბილისის რეისი შესრულდება.
მათივე ინფორმაციით, სამშობლოში 184 მოქალაქე დაბრუნდება.
„დღეს, 14 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული რეისით სამშობლოს დაუბრუნდება საქართველოს 184 მოქალაქე, მათ შორის ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, იაპონიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, მალტიდან, ტაილანდიდან და ნორვეგიიდან. მგზავრთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები“ ,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.