
საქართველოს საელჩო ისრაელში დამატებითი შეზღუდვების შესახებ მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!!!!
2020 წლის 14 აპრილის 17:00 საათიდან 16 აპრილის 05:00 საათამდე ძალაში შედის დამატებითი შეზღუდვები
კერძოდ:
• ისრაელის ტერიტორიაზე იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით;
• ისრაელის ტერიტორიაზე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;
• იკრძალება მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, გარდა შინაური ცხოველის გასეირნება სახლიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით.
ასევე ძალაში რჩება წინა შეზღუდვები", - წერია ინფორმაციაში.