
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ 3 წევრი საკარანტინო რეჟიმის დარღვევის გამო 3000-3000 ლარით დააჯარიმეს. აქტივისტების განცხადებით, ადგილზე სამნი იმყოფებოდნენ, რა დროსაც პოლიციამ „ხალხმრავლობის გამოწვევის გამო“ დააჯარიმა.
„ამ ტერიტორიაზე ვიდექით 3 ადამიანი, ვაკეთებდით ჩვეულებრივ განცხადებას და მოტანილი გვქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია იმ არამიზნობრივი ტენდერების შესახებ, რომელიც სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ გამოაცხადა. რატომღაც ჩათვალეს, რომ ტარდება აქცია, რაც არის კანონით აკრძალული, რატომღაც ჩაგვთვალეს, რომ კანონს ვარღვევდით. გვითხრეს აქციას ატარებდით , გამოიწვიეთ ხალხმრავლობა და ამის გამო გაჯარიმებთო“, - აცხადებენ მოძრაობის წარმომადგენლები.