„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

Image

სამართალდამცავებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

 

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულები ერთ-ერთ პირს საზღვარგარეთ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი „კანონიერი ქურდისთვის“ და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ფულადი თანხის ჩარიცხვას აიძულებდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოზურგეთის რაიონულ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფოთსა და ოზურგეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი 4 პირი: 1989 წელს დაბადებულ ვ. კ., 1991 წელს დაბადებული ლ. ქ., 1985 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1985 წელს დაბადებული ზ. მ. დაკავებულებს ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებ მ.ხ.-ს „ქურდული სამყაროს“ წევრები - ლ. ქ.-მ, ვ. ბ.-მ და ზ. მ.-მ. საზღვარგარეთ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი „კანონიერი ქურდის“ - გ.კ-სთვის და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ფულადი თანხის ჩარიცხვას აიძულებდნენ. ბრალდებულებმა დაზარალებულ მოქალაქეს, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდასაჭერად, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ ჩასარიცხად, 18 000 ლარის გადახდა დააკისრეს. ბრალდებულებმა სისტემატიური ზეწოლისა და ქურდული გარჩევის გზით დაზარალებულ მოქალაქეს - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად 10 000 ლარი გამოსძალეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !