
ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ “აფხაზეთის ხმას” ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში არიან.