ე.წ. ციანიდის საქმეში დევს ინტიმური ვიდეომასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება- ამის შესახებ განცხადება, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა. პროკურორმა სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას მიზეზები განმარტა.
უკრაინაში ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი, იგივე "დათო სვანი" დააკავეს. პოლიციის განცხადებით, მან უკრაინაში შესვლა ყალბი საბუთებით მოახერხა. გერლიანს საქართველოში დეპორტაცია ელის.
ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკა ტარდება, სამართალდამცველები იარაღს ეძებენ. ინფორმაციას "ტაბულა" ავრცელებს.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გია ბარამიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი ოფიცრის, დავით სიხარულიძის დაკრძალვაზე თავდაცვის სამინისტროდან არავინ მივიდა.
10 ადამიანი დაშავდა ტაიმ სკვერზე. უცხოური მედიის ინფორმაციით, მანქანა ტაიმს სკვერზე ხალხში შევარდა. შემთხვევის ადგილი გადაკეტილია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ლაშა თორდია აცხადებს, რომ მასა და ოთარ ფარცხალაძის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება არასწორი მუხლით მიმდინარეობს.ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
"პარტიული მედია, "რუსთავი2"-ს ვგულისხმობ, თავისი საკუთარი გამოძიების შედეგებს ასაღებს, როგორც რეალობას," - ამ განცხადებით ვიცე-პრემიერი, ალექსანდრე ჯეჯელავა, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
შეფერხებული იყო ავტოსაგზაო მოძრაობა გვიან ღამით ფოთში, ნაბადას უბანში. მიზეზი პალმის ხე გახდა, რომელიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, აგარაკზე დასარგავად გადაჰქონდათ. ხე ტრანსპორტირებისას გადმოვარდა.
“რამდენიმე დღის დაგვიანებით მოხდა მისი დაკითხვა. ესეც გარკვეულწილად მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც პრობლემები არსებობს გამოძიებაში,“- აცხადებს სახალხო დამცველი ლაშა თორდიაზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე.
უკრაინის უმაღლესმა რადამ "გეორგიევსკის ლენტის" დამზადება და გამოყენება აკრძალა, რის შემდეგაც პროპაგანდისტული მიზნით ამ სიმბოლოს გამოყენება ადმინისტრაციული კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა.