აშშ-ის საელჩოს პოზიციის მიუხედავად, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი მანქანების ბაზრობა კვლავ გაიხსნა

Image

აშშ-ის საელჩოს პოზიციის მიუხედავად, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი მანქანების ბაზრობა კვლავ გაიხსნა. ამის შესახებ "ვექტორი" წერს. როგორც „ვექტორისთვის“ გახდა ცნობილი, თავის დროზე საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზრობის დახურვა საელჩოს თხოვნით მოხდა, რასაც სააგენტოს მიერ მოპოვებული წერილი ადასტურებს.



წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს საელჩომ თხოვნით მიმართა თბილისის მერიას შეეზღუდათ საელჩოს ტერიტორიასთან ახლოს მოქმედი ბაზრობა 2007 წელს, ბოლო 10 წლის მანძილზე ქალაქი, საელჩოსთან ახლოს ბიზნესების და მშენებლობების რეგულაციებზე, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდა და საელჩოს თხოვდნენ წინააღმდეგობა არ გაეწია.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ დღეს სიტუაცია შეიცვალა და საელჩო არ ითხოვს ბაზრობის გაუქმებას, თუმცა ქალაქის არქიტექტურული სამსახურის მასალებიდან ირკვევა, რომ მეორადი ბაზრობების ტერიტორიაზე, არა მანქანების ბაზრობა, არამედ სავაჭრო პავილიონები უნდა ყოფილიყო.

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტობაზრობის ტერიტორია მესაკუთრე შპს „დი ეს დი თეგეტას“  თბილისის არქიტექტურული სამსახურისგან მიღებული აქვს ნებართვა მე-4 კლასის პავილიონის მშენებლობაზე, მშენებლობის ვადა კი 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით განისაზღვრება.

ანალოგიურად, გლდანი-დიღმის შემაერთებელ გზაზე გაცემულია ნებართვა მე-3 კლასის საგამოფენო დარბაზის მშენებლობაზე, რაზეც განმცხადებელს ასევე მიღებული აქვს ამერიკის საელჩოს თანხმობა, თუმცა საელჩოს წერილში ნათქვამია, რომ მისი თანხმობის გარეშე არ მოხდება პროექტის ფუნქციის შეცვლა ან გასხვისება.

“ვექტორი“ საკითხის გასარკვევად თბილისის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ბაზრობების კანონიერებაზე ჯერ ვერ საუბრობენ და აცხადებენ რომ მოკვლევა მიმდინარეობს.

„საქმის წარმოება მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ არ არის. ჩართული არიან არქიტექტორები და წითელი ხაზების განყოფილება. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განუცხადეს „ვექტორს“ ზედამხედველობის სამსახურში.

მათივე თქმით, მოკვლევა სავარაუდოდ, ერთ კვირაში დასრულდება და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, არის თუ არა დარღვევა აღნიშნულ მისამართებზე მეორადი მანქანების ავტობაზრობების არსებობა კანონდარღვევა.

ზედამხეველობის უარყოფითი დასკვნა კი ალბათ ისევ რიგით მომხმარებლებს დააზარალებს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზის გამო, რუსთავის ბაზრობამდე ჩასვლას, თბილისში ამჯობინა მანქანის გაყიდვა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში უკვე წლებია ინფრასტრუქტურულად საკმაოდ მოწესრიგებული რუსთავის ბაზრობა არსებობს და სწორედ ქალაქი რუსთავი უნდა გამხდარიყო კავკასიაში ავტომობილების მთავარი სავაჭრო ცენტრი.

"ვექტორი"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?