-
2017-06-05 14:30
თბილისის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე იქნება-ამ საკითხზე მმართველი გუნდი, გუშინ ,მუხრანში გამართულ დახურულ შეხვედრაზე შეთანხმდა.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ კალაძე უალტერნატივო კანდიდატია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდი მაინც პოლიტსაბჭოზე მიიღებს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალაძე იქნება კანდიდატი, ამაზე კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ რასაც ვფიქრობთ გუნდში , დღეს გავუზიარეთ ერთმანეთს. სხვა ალტერნატიული წინადადებები არც განგვიხილავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე იქნება ჩამოყალიბებული,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.