ნადირაშვილი: „ეს შენობა სახელმწიფოს ერთ–ერთი სიმბოლოა და არა გასართობი ცენტრი“

Image

ფოტოებთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ეზოში სკეიტბორდებით მოსეირნე და დარბაზში, ტრიბუნასთან მდგარი პირები არიან გამოსახული, „აფხაზეთის ხმა“ კომენტარისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ირმა ნადირაშვილს დაუკავშირდა.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ მსგავსი ქცევა პრეზიდენტის რეზიდენციაში მიუღებელია:

 

„მე ვნახე ეს ფოტოები. არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ ვიცი, რომ ამ შენობას ამ ჯერ კიდევ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჰქვია. ეს შენობა არის სახელმწიფოს ერთ–ერთი სიმბოლო და არა გასართობი ცენტრი.

 

ამ გუმბათიან დარბაზში იქმნებოდა ქვეყნის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაძლოა, გიორგი მარგვრლაშვილი პიროვნულად პატივს არ სცემდეს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ის ვალდებულია, პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტირუტს.

 

მეც არ მომწონს გიორგი მარგველაშვილი, მაგრამ ამის მიუხედავად, ვაპირებ ხვალ, როცა ის პარლამენტის დარბაზში შემოვა, ფეხზე წამოდგომით დავადსტურო ჩემი პატივისცემა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიმართ“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა „აფხაზეთის ხმასთან“ კომენტარში.

 

შეგახსენებთ, რომ ფოტოები „აფხაზეთის ხმის“ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. როგორც გაირკვა, პრეზიდენტის ტრიბუნასთან მდგარ ერთერთ პირს ხელში სათამაშო რევოლვერი უჭირავს – ეს მან გამოქვეყნებულ სტატიაზე დაწერილ კომენტარში თავად აღნიშნა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !