
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, ჟურნალისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
ჟურნალისტებმა კომიტეტის სხდომაზე თავზე ტომრები ჩამოიცვეს და აფგან მუხთარლის ფოტოები გამოფინეს. ისინი პროტესტის მდუმარე ფორმას მიმართავენ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის სწრაფ და დროულ გამოძიებას ითხოვს ოპოზიციაც. საპარლამენტო უმცირესობას აინტერესებს ვადები, თუ რა პერიოდში მოხდება საქმის ძიების დასრულება.
მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ პოლიტიკოსებმა სამართალდამცავებს საქმის გამოძიება უნდა აცადონ.
ჟურნალისტების პროტესტის გამო, კომიტეტზე გათვალისწინებული საკითხების განხილვა ჯერ არ დაწყებულ