დედა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შვილის პენსიას გაჭირვებულებს ახმარს

Image

შემოსავლების სამსახურის სპეციალისტი მადონა ჯიქია "ფეისბუქზე" ჰყვება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის დედის შესახებ, რომელიც შვილის პენსიას გაჭირვებულებს ახმარს.

 

"შემოვიდა ფერმკრთალი, სათნო სახით, მძიმე შავით შემოსილი, უსაშველოდ ნაღვლიანი, მაგრამ თბილი და სხივჩაუმქრალი მზერით... მომესალმა, დაჯდა და...
- ფონდი დავარეგისტრირე, თქვენი კუთხით მინდა ვალდებულებებში გარკვევაო - მითხრა.
- რა მიზნით დაარეგისტრირეთ-თქო, ვკითხე.
- თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, ცოტა შორიდან დავიწყებო დამომიყვა:


- მე სოფელ კუმისის სკოლის პედაგოგი ვარ, 2008 წლის ომში შვილი დამეღუპა, სამხედრო ექიმი იყო, მისი გარდაცვალების შემდგომ, ყოველთვიური დახმარება დამინიშნეს- 1000 ლარის ოდენობით, ამ თანხამ მოსვენება დამიკარგა, გარშემო უამრავ შეჭირვებულს ვხედავ, გადავწყვიტე, მათ დავხმარებოდი, წლებია ასე ვაკეთებ, ვფიქრობ, ჩემი ზურაც მომიწონებდა და შემიქებდა საქციელს, ახლა კი საჭიროდ ჩავთვალე ფონდის დარეგისტრირებაო.
ტუჩებზე მლაშე სისველე ვიგრძენი... ხმა ამიკანკალდა:
- რატომ ფონდი, გაგეგრძელებინათ იმ ფორმით, როგორითაც დაიწყეთ-თქო.
- ძალიან ბევრს უჭირს, ჩემი კაპიკები ზღვაში წვეთია, არიან სოფელში თითო-ოროლა შეძლებულები, ისეთებიც ხომ იქნებიან, ვინც მრუდე ცხოვრებით იცხოვრა და ახლა სინანულის ჟამი უდგათ, ცოდვები იქნება ამ გზით გამოისყიდონ, ყველა ერთად კი ბევრს დავეხმარებითო.
გაერკვა, რაც აინტერესებდა და წასასვლელად მოემზადა...
- თქვენს ფოტოს დავიტოვებ, თუ ნებას დამრთავთ-თქო - ვთხოვე დაკარგული ხმით.
მოკრძალებული ღიმილით იუარა:
- არაა საჭირო... ჩემი შვილის შესახებ, ჩემს დაწერილ წიგნს გისახსოვრებთო.
წიგნის გადმოცემისას, მალულად და შესაბამისად, დაბალი ხარისხით, მაინც მოვახერხე გადაღება. როგორ არ გადამეღო, ან როგორ არ მომეყოლა ?!" - წერს მადონა ჯიქია.


ფოტოზე გამოსახული ქალბატონი ნელი ბეგიაშვილია, მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ექიმის, ზურა ბეგიაშვილის დედა. ზურა ბეგიაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 28 წლისა დაიღუპა. ცნობილია, რომ ის ცხელ წერტილში, თავად ფეხში მსუბუქად დაჭრილი, სხვა ჯარისკაცებს შველოდა, ხოლო როცა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შესთავაზეს, უარი თქვა და მოვალეობის შესრულება გააგრძელა. ზურა ბეგიაშვილი, სავარაუდოდ, ტყვედ ჩაიგდეს და სასტიკად აწამეს.


ბეგიაშვილი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებისათვის მედლით – ,,სამშობლოსათვის თავდადებული" დაჯილდოვდა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?