-
2013-12-06 13:46
პალიტრასთან" საუბარში ამბობს, რომ ვინც 100 ათასლარიანი მანქანით დადის და თან მარხულობს, ფარისევლობს - გინდ სასულიერო პირი იყოს და გინდ ერისკაცი.
„მარხვის დარღვევაა, როცა 100 000-იანი ჯიპით დადიხარ სასულიერო პირი, ეს არ შეიძლება, დაუშვებელია. როცა ერი მშიერია, 100 000-იანი მანქანით არ უნდა იაროს არც სასულიერო და არც საერო პირმა.
არც საერო პირს არა აქვს ამის უფლება, როცა ერი გაუბედურებულია. რა მნიშვნელობა აქვს მარხვას, თუ ხუთლარიან ბადრიჯნის ფხალს მიირთმევ და შენს გვერდით ვიღაცა მშიერი კვდება, რანაირი მარხვაა? ასეთ მარხვას ღმერთი კი არ შეიწირავს, რისხვას მოგაწევს.
მარხვა მაშინ იქნება, როცა 100 000-იან მანქანას გაყიდი, 5 000-იანს იყიდი და 95 000–ს შენც მოიხმარ, მრევლსაც მოახმარ, შენს ოჯახსაც და ეკლესიასაც, ესაა სარწმუნეობა. თუ ერისკაცი ხარ კიდევ, 5 000-იანს დაიტოვებ, დანარჩენს შენს ოჯახს მოახმარებ და შენს გარშემო ღატაკებს სიცოცხლეს გაუხარებ.
მაკეტურია ჩვენი რწმენა, ჩვენ არა ვართ მორწმუნეები, ჩვენ ვართ ფარისევლები, ესაა ფარისევლობა, სხვა კი არაფერი!
სიმართლე უნდა ითქვას! თუ არ ითქვა, მაშინ ღმერთი არ იტყვის ჩვენზე წყალობას და დავიჯერებთ, რომ ვართ გაბრწყინებული ერი. არა ვართ გაბრწყინებული ერი, ჩვენ ვართ ცოდვებში მყოფი ერი. რა 100 000-იანი მანქანა, მოდი გაანაწილე რა, კაცო, საქართველოში გაჭირვება აღარ იქნება, ეს ხალხი გაიხარებს...", - ამბობს „კვირის პალიტრასთან" მამა ილია ჩიკვაიძე.
ფოტო: ერთ-ერთი ეპარქიის მიტროპოლიტის კუთვნილი ძვირადღირებული მანქანა. სერია MFE, სავარაუდოდ, აღნიშნავს სიტყვას "მეუფე", რომლითაც ეპისკოპოსებს მოიხსენიებენ.