
კათოლიკოს პატრიარიქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს. ჩუბინიძის განცხადებით, კობაიძეს აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს დანიშნავენ.
ჩუბინიძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა იმით, რომ ვანო კობაიძე საპატრიარქოს ნდობით აღჭურვილის პირია.
ვანო კობაიძე საბაჟოს ყოფილი თანამშრომელია.