გადაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ, შეგვიძლია საერთოდაც გავუქმოთ გამოცდები - მიმინოშვილი

Image

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის, მარიამ ჯაშის ინიციატივას ეხმაურება. მიმინოშვილის კომენტარს "EDU.ARIS.GE" ავრცელებს.

 

"მგონი ქალბატონმა მარიამმა უბრალოდ მოსაზრება გამოთქვა. ვფიქრობ, ეს ინიციატივა არ ყოფილა. მზად ვარ ვიმსჯელოთ. დახვეწა ყველაფერს სჭირდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, გააზრებულად. მოკლედ, მე ამას ინიციატივას არ დავარქმევდი. ამ მოცემულობაში, ბარიერს ვერც კი დავარქმევთ იმას, რაც გვაქვს. ბერიერი მინიმალურზე მინიმალურია და ეს გამოცდებიც მინიმალურზე მინიმალურ კომპეტენციას აფასებს. თუ მოსწავლეს ეს კომპეტენცია აქვს, ის ატესტატის ღირსი ხდება. ასე რომ, ეს არსებულ რეალობასა და მოცემულობას ერგება.


საერთოდ, სკოლის ფუნქცია ხომ ისაა, რომ ახალგაზრდა მომავალი ცხოვრებისათვის მოამზადოს და არა უმაღლესში სწავლისათვის. თუკი ზოგადი განათლების საფეხური ამას ემსახურება, შეიძლება მის შემდეგ გვქონდეს მსგავსი სისტემა და ატესტატი აიღოს მოსწავლემ, რომელიც მერე ან სამუშაოდ წავა, ან პროფესიულ სასწავლებელში და ა.შ. ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს გარდა უმაღლეს სასწავლებელში წასვლისა.
გადაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ. შეგვიძლია საერთოდაც გავუქმოთ გამოცდები, რადგან შედეგები არ მოგვეწონა. ეს თავის დროზე გააკეთა კიდეც შაშკინმა – საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა გააუქმა, რადგან შედეგები არ მოეწონა. ის, რომ გამოცდის გამეორების საშუალება მივცეთ, გაუგებარია. რა რეგისტრაცია დააგვიანდათ? (ჯაშმა განაცხადა,რომ ზოგიერთ მოსწავლეს გამოცდაზე დარეგისტრირება რამდენიმე წუთით დააგვიანდა და ამის გამო გამოეთიშა მას. მისი აზრით, გადაბარების საშუალება ასეთებსაც უნდა მიეცეთ-ავტ.), მეთორმეტეკლასელები რეგისტრაციას არ გადიან, სკოლა არეგისტრირებთ. იმ მოსწავლეებისათვის კი, რომლებიც ან საქართველოში არ იმყოფებიან, გამოცდის დღეს ცუდად გახდნენ, ან სხვა საპატიო მიზეზი აქვთ, ივნისში დამატებითი დღე ისედაც გვაქვს და რაღა გადაბარებაზე ვსაუბრობთ",- აცხადებს მიმინოშვილი.


შეგახსენებთ, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინიციატივაა, რომ საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილ მოსწავლეებს გადაბარების შანსი მიეცეთ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?