-
2017-06-06 14:18
აჭარის საპატრულო პოლიციას კახა ბუხრაძე აღარ უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფომრაციით, ბუხრაძემ თანამდებობა უკვე დატოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახა ბუხრაძეს ლევან მაისურაძე შეცვლის, რომელიც ამჟამად რუსთავის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელია.
საკადრო ცვლილებებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ კახა ბუხრაძის სახელი 11 მარტს ბათუმში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება. აქციის მონაწილეებმა პროტესტის მიზეზად პოლიციის გახშირებული ჯარიმები დაასახელეს. მოქალაქეები ბუხრაძის თანამდებობიდან გადაყენებასაც ითხოვდნენ. მოგვიანებით აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა.