
აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციაში საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს როტაცია და საკადრო გადაადგილებები, რის საფუძველზეც აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად დაინიშნა.