"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში ამ დროისთვის პარტიის პოლიტსაბჭოს დახურული შეხვედრა მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, გუშინ ღამით უცნობმა პირებმა ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ლიდერი მთავრობას და საპარტნიორო ფონდს მოუწოდებს, რკინიგზელებსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის შუამავლის როლი შეასრულონ, რათა დაგეგმილი უვადო აქცია არ შედგეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ხანებში ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას და მას ახალი ბრალი წაუყენონ.
სატვირთო შემადგენლობის ორი ვაგონის გადასვლას ლიანდაგიდან აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან ხანძარი და მიმოსვლის პარალიზება მოჰყვა.
თვითმხილველებმა "აფხაზეთის ხმას" შეატყობინეს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სისხლში ცურავდა და დახმარებას მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივებისგან ითხოვდა.
წავლენ თუ არა საქართველოს პოლიტიკური ფიგურები სოჭში, ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყდება
გალის რაიონში აფხაზური პასპორტების შემოწმება დე ფაქტო ხელისუფლებამ შეაჩერა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ვიწრო ჯგუფმა სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობის საკითხი უნდა განიხილოს.
მისივე თქმით, ჯგუფში ის ორგანიზაციები უნდა შევიდნენ და სამინისტროები, რომლებსაც ეს საკითხი კონკრეტულად ეხებათ.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გვიან ღამით დასრულდა ნინო გვასალიას ცხედრის ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.