კიევში ჩასული მიხეილ სააკაშვილი ვიტალი კლიჩკოს პირისპირ შეხვდა.
ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიევში ევროპარლამენტარებთან ერთად ჩავიდა - მასთან ერთად იმყოფებიან ევროპის სახალხო პარტიის წევრები და სხვა ევროპელი ლიდერები.
საქართველოს პრეზიდენტი (2004-2013) მიხეილ სააკაშვილი დღეს "ევრომაიდანზე" სიტყვით გამოსვლასაც გეგმავს.