
დაკავებულია საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი, რომელსაც ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობის ფაქტების მიჩქმალვის მიზნით სისხლის სამართლის საქმეების ფალსიფიკაცია და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.
პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ დავით ჩატარაშვილს ეკუთვნოდა სცენარი, რომლის მიხედვითაც გამოცხადდა, რომ 2012 წლის სექტემბერში, ე.წ. ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ თითქოს სახელმწიფომ მიიღო ზომები დამნაშავეთა გამოსავლენად. პროკურატურის ინფორმაციით, ჩხატარაშვილი ზურაბ ადეიშვილის უშუალო დავალებით მოქმედებდა.