
ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის უფროსი, დიმიტრი პესკოვი გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ეხმაურება.
პესკოვი აღნიშნავს, რომ გუშინ, სოჭში იანუკოვიჩისა და პუტინის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი არ განუხილავთ:
"უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანების საკითხი სოჭში გამართულ შეხვედრაზე არ განხილულა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები საფინანსო-კრედიტულ სფეროში", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ The Economist-ის უფროსი რედაქტორი, ედვარდ ლუკასი "ტვიტერის "პირად გვერდზე წერს, რომ უკრაინა უკვე დათანხმდა საბაჟო კავშირში გაწევრიანებას.