.jpg)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ექს-პრეზიდენტი საკუთარ ქმედებებში თავისუფალია:
„არ მაქვს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტზე, იგი თავისუფალია საკუთარ ქმედებებში. სააკაშილის სიტყვით გამოსვლა თუ განცხადება არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავს საქართველოს პოზიციას ამა თუ იმ საკითხში“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.