კიევში უცნობმა პირებმა პარტია „რეგიონების“ ობოლონის რაიონის ოფისი დაარბიეს.
„აფხაზეთის ხმამ“ 2013 წლის 4 ივნისს თბილისში. აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე „მეღვინეობა ხარების“ მიერ ფინანსთა სამინისტროსთვის გადაგზავნილი ანგარიშფაქტურა მოიპოვა, სადაც ტურისტული და რესტორნის მომსახურების ხარჯებია დაანგარიშებული.
ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ ჩვენებების უკანონოდ მოპოვებაზე საუბრობს ჩეჩენი წარმოშობის საქართველოს მოქალაქე საიხან მუზაევი. „პირველი რადიოს“ პრესკლუბში მან სკანდალური ფაქტები გაასაჯაროვა.
ქუთაისის მერობის სავარაუდო კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თემურ ცამციშვილს 6.000 ლარის უკანონოდ გადარიცხვას ედავებიან. ქუთაისში ამბობენ, რომ ეს მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას ანგარიშსწორებაა, რადგან მას კონკურენციის ეშინია.
„ერეკლე მეორის საზოგადოებისა“ და ორგანიზაცია „ევრაზიული არჩევანი -საქართველო“–ს წარმომადგენლებმა დღეს თბილისში, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის ხელისუფლების მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
ვიტალი კლიჩკოს ძმა ვლადიმირ კლიჩკო მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების მეთაურებს მიმართავს და მათგან უკრაინელების შველას ითხოვს. ვიდეომიმართვა ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
კლუბ „Ночные волки“ („ღამეული მგლები“)–ს ბაიკერები ყირიმში სახელმწიფო შენობებს დაიცავენ. ბაიკერთა პირველმა ნაკადმა უკვე დააწესა მორიგეობა სევასტოპოლის ადმინისტრაციის შენობასთან.
როვნოს ოლქში მილიცია ევრომაიდნელების მხარეს გადავიდა – ქალაქ როვნოში ერთობლივი თავდაცვითი რაზმები იქმნება.
უკრაინაში ხელისუფლება აცხადებს, რომ ატომური ელექტროსადგურისა და დნეპრჰესის დანაღმვის შესახებ რამდენიმე ანონიმური ზარია შემოსული.
ზაპოროჟიეს მერიის საიტზე ყველა, ადრე არსებული ინფორმაცია წაიშალა და ვებგვერდზე შემსვლელებს იქ მხოლოდ ზაპოროჟიეს ევრომაიდნის დარბევის ამსახველი ვიდეომასალის ნახვა შეეძლო.