
გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დავით კეზერაშვილი საფრანგეთის სასამართლომ ელექტროსამაჯურის ტარების პირობით გაათავისუფლა, Radio Free Europe–სა და მედიაკავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენელი ევროპაში, ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სიცრუეს უწოდებს.
შეგახსენებთ, განცხადება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელდა და მასში ნათქვამია:
„ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა დღეიდან 6 თვე და არა მხოლოდ - 27 თებერვლამდე პერიოდი, როდესაც ექსტრადიციის საკითხზე მოსამართლემ მსჯელობა უნდა განაახლოს.
გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილმა სასამართლოს უნდა ჩააბაროს მისი ორი პასპორტი. საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს ექსტრადიციის საკითხზე მუშაობას ფრანგ კოლეგებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში".
ამ განცხადების საპასუხოდ გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს:
„საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილი ყოველგვარი გირაოს და ელექტრონული სამაჯურის გარეშე გაანთავისუფლა .. რომელი საფრანგეთის მოქალაქე ან საფრანგეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დავით კეზერაშვილია ელექტრონული სამაჯური რო გაეკეთებინათ?… ისეთი რამე მაინც მოიტყუეთ ხოლმე თქვე კაი ხალხო, ერთი ათი წელი რო ვერავინ ვერ გაგიგებთ მაგ ტყუილს?“.