მუხიანის დასახლებაში სამაშველო სამსახურმა დაკარგული ცხენი იპოვა, რომელიც კედლებს შორის იყო ჩავარდნილი.
მძიმე მდგომარეობაში მყოფ ცხენს მაშველებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგ ცხენი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. იმ შემთხვევაში, თუ პატრონის ვინაობა დადგინდება, მას ცხენს დაუბრუნებენ.