ექს ან პროვანსის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, კეზერაშვილი გირაოს სანაცვლოდ, გამოძიების დასრულებამდე პატიმრობიდან თავისუფალია. ამასთან ფრანგულმა მხარემ უარი თქვა საქართველოში დავით კეზერაშვილის ექსტრადიციაზეც.