სოჭში საქართველოს ინტერესების სექციის ვიცე-კონსული იქნება მივლენილი: დელეგაცია და მოლოდინი

Image

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სპეციალურად ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების პერიოდისთვის (2014 წლის 7-23 თებერვალი) ქ. სოჭში მივლენილია რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ვიცე-კონსული.

 

მის უშუალო კომპეტენციაში შედის შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს სოჭში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. 

ასევე, სოჭში ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე განლაგებულ "შვეიცარიის სახლში" საქართველოს მოქალაქეებისთვის იმოქმედებს "ცხელი ხაზი" +7 926 422 96 49, +7 926 326 45 25.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ასევე იმუშავებს მოსკოვში მოქმედი შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციაში +7 926 926 27 40 და თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში +995 32 294 50 50, +995 577 98 40 20. 

 

რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის წევრთა სოჭში გამგზავრების საკითხს და დელეგაციის შემადგენლობას:

 

საქართველოს დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე ორ ჯგუფად გაემგზავრება. დელეგაციაში სულ 19 ადამიანი შედის. სპორტსმენები და ძირითადი ნაწილი სოჭში 6 თებერვალს გაემგზავრებიან, 4 თებერვალს კი ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ჩავლენ.

 

სოჭის ოლიმპიადაზე სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა. საქართველოს ნაკრების მედროშე ოლიმპიადის გახსნაზე ნინო წიკლაური იქნება.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !